ახალი ამბები
გვირილობის კვირეული დღეს მუხნარის ტყე-პარკში გაგრძელდება
FaceBook

მუხნარში სულ  6 ღონისძიებაა დაგეგმილი



დღეს, გვირილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი  მუხნარის ტყე-პარკში გადაინაცვლებს, სადაც სპორტული  შეჯიბრებები და  რამდენიმე კულტურული ღონისძიება გაიმართება.

 

მუხნარში სულ  6 ღონისძიებაა დაგეგმილი. ყველა მათგანი დღის 12 საათიდან დაიწყება.

ქალაქში დღის განმავლობაში 20 ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქუთაისში  გვირილობის აღნიშვნა ორი დღის წინ დაიწყო. დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები გუშინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში გაიმართა.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს პირველად გვირილობის   დღესასწაულს კვირეული მიეძღვნა.

Print