ახალი ამბები
საქართველოში აპრილის თვეში 462 480 ვიზიტორი შემოვიდა
FaceBook
2016 წლის აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 462 480 ვიზიტი განხორციელდა.

მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში ვიზიტების რაოდენობა 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,2 %-ით მეტია.

ამასთანავე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტი იუწყება, რომ საერთო რაოდენობიდან 171 235 ტურისტული, 107 500 ტრანზიტი და 183 745 სხვა ტიპის ვიზიტი განხორციელდა.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის მონაცემებს, ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 1 596 916 ვიზიტი შედგა.


Print