ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
FaceBook
2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყო და 25 მაისს, 20:00 საათზე დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე -registration.emis.ge-ზე.

მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები, რის შემდეგაც მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს.

რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრატორი მიიღებს უნიკალურ კოდს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ლია გიგაურის ინფორმაციით, არც ერთი პირველკლასელი სკოლებში ადგილის გარეშე არ დარჩება.

ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელებისთვის 70 500 ადგილია გამოყოფილი, საიდანაც 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილია დარჩენილი.
Print