ახალი ამბები
ქუთაისში ლუდის ფესტივალი იმართება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული ლუდის ფესტივალი იმართება.

წელს, გვირილობის დღესასწაულზე ფესტივალი გამორჩეული მასშტაბებით მოეწყო.

ადგილობრივებსა და ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს, ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში მიეცემათ.


"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

პირველად გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ აღნიშნეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
Print