ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში 16 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლეს
FaceBook
"გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში 16 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლეს.

საზეიმო მიღებაზე მემორანდუმი გაფორმდა ლატვიის, ლიტვის, უნგრეთისა და ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებთან.

"მოხარული ვართ დღეს ქუთაისში სტუმრობით. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და ეს განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ისრაელის დელეგაციის წარმომადგენელმა, მაქს მეიერმა.

ქუთაისის მერიის თეთრ  დარბაზში საზეიმო მიღებას იმერეთის სამხარეო ადმინისტარციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"დღეს გვირილობაა და ამ დღეს ვულოცავთ ყველა ქუთაისელს. რამდენიმე ქვეყნიდან გვყავს სტუმრები და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათთან მეგობრობას",-განაცხადა იმერეთის გუბრნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

დღეს ქუთაისში "გვირილობას" აღნიშნავენ, როგორც ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებულ საქველმოქმედო დღესასწაულს.

წელს პირველად, ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა ქუთაისს არ უკავშირდება.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.


Print