ახალი ამბები
ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აქცია „მადლიანი მაგიდა“ განაახლა
FaceBook
"პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც 21-ე საუკუნეში ნაგვის ურნებში უწევთ საკვების მოძიება"


ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა „სოციალური მაცივარი“ და „მადლიანი მაგიდის“ აქცია განაახლა. აქცია საზოგადოების გააქტიურებასა და მათი მხრიდან სოციალურად დაუცველებისთვის მზრუნველობას გულისხმობს. "აღდგომის დღესასწაული ისეთი დღეა, როდესაც ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს სოციალურად დაუცველები", - აღნიშნეს ქუთაისის ახალგაზრულ ცემტრში.

აქცია ერთი დღით განახლდა. "მადლიანი მაგიდა" პირველებმა ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლებმა გააწყვეს სახლიდან წამოღებული პროდუქტებით. ისინი სხვებსაც მოუწოდებენ აქციაში მონაწილეობისკენ.

სააღდგომო ნობათი მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებს გადაეცათ.

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიტანოს პროდუქტები და სოციალურად დაუცველებს გაუნაწილოს ოჯახებში მომზადებული საკვები", - აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

აქცია "მადლიანი მაგიდა" თბილისში დაიწყო მას მალე შეუერთდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი.  

ქუთაისში სოციალურად დაუცველთა დაპურების მიზნით ორგანიზებული აქცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და იმავე თვეს დასრულდა.

სოციალური კამპანიის ფარგლებში, რომელმაც მხოლოდ ერთი კვირა გასტანა, ქუთაისში 20 - მდე სოციალურად დაუცველის გამასპინძლება მოხერხდა.

"მართალია კომპანიები ნაკლებად აქტიურობენ, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად პოპულარული გავხადოთ ქველმოქმედების იდეა და მოვმართოთ სამოქალაქო აზროვნება ამ კუთხით. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც 21-ე საუკუნეში ნაგვის ურნებში უწევთ საკვების მოძიება", - აღნიშნა ნატალი პატარიძემ.



ამავე თემაზე:

დაცარიელებული სოციალური კუთხე - რატომ შეწყდა აქცია ქუთაისში (ვიდეო)


Print