ახალი ამბები
ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა პოლიციას ჩაბარდა
FaceBook
ქუთაისში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც ქვეითად მიმავალი სამი ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა, პოლიციას ჩაბარდა.

ბალახვნის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით ხიდზე მოძრავი ავტომანქანა  (BMW x5) წინ მიმავალი ავტომაქანისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც - ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ბავშვებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დედა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - საავადმყოფოში.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა მცირეწლოვან შვილთა და დისშვილთა ერთად ბალახვნის ხიდთან ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

შსს-ში განმარტავენ რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 276-ე მუხლის 7 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღევა, რითაც გამოწვეულია ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.

შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა.


Print