ახალი ამბები
ტრაგედია ქუთაისში - დაღუპულია დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი
FaceBook

ქუთაისში, ბალახვნის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.


თვითმხილველთა თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით ხიდზე მოძრავი ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომაქანისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც - ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ბავშვებს დაეჯახა.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა მცირეწლოვან შვილთა და დის შვილთან ერთად ბალახვნის ხიდთან ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად დედა და მცირეწლოვანი შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ბავშვი - საავადმყოფოში.

შსს-ში განმარტავენ რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 276-ე მუხლის 7 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღევა, რითაც გამოწვეულია ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება).   დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.  იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.

შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა.


 

Print