ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითად მიმავალ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომანქანა დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში ქვეითად მიმავალ მცირეწლოვან ბავშვებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ ბალახვნის ხიდზე მოხდა. ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, 2 მცირეწლოვანი ბავშვი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზიებულია სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

შს სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.



Print