ახალი ამბები
ქუთაისის მერია - აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საყოველთაო პრემია არ გაიცემა
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საყოველთაო პრემიის გაცემის პრაქტიკა დასრულებულია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში საყოველთაო პრემია არ გაიცემა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მიწერილ ოფიციალურ წერილში.  იქვე განმარტებულია, რომ საყოველთაო პრემიის გაცემის პრაქტიკა, ქალაქის მერად შოთა მურღულიას არჩევის შემდეგ დასრულდა.

"ქუთაისის  მერად შოთა მურღულიას არჩევის შემდეგ, ქუთაისის მერიაში გაუქმდა საყოველთაო პრემიების მანკიერი სისტემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში საყოველთაო პრემია არ გაიცემა",- ნათქვამია წერილში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საყოველთაო პრემია არც 8 მარტს გაცემულა, თუმცა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემია 100 ლარის ოდენობით საკრებულოსა და მერიის ყველა ქალმა თანამშრომელმა მიიღო. სარვამარტო პრემია მიიღეს ააიპ დაწესებულებებში დასაქმებულმა ქალბატონებმაც.

Print