ახალი ამბები
1-2 მაისს ქუთაისში ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს
FaceBook
ქუთაისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებისაკენ მისასვლელი ავტობუსების და მიკროავტობუსების მოძრაობა უფასო იქნება.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წითელი ხიდიდან იმოძრავებს.

აღდგომის დღეს 1მაისს ტრანსპორტი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ხოლო მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 2 მაისს 10:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, მგზავრებს როგორც ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსებიც მოემსახურება, რომლებიც საფიჩხია–ოღასკურა–გორა–საქუსლიას, ვარდიგორას, ძელქვიანისა და სულხან-საბას დასახლებაში არსებული სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. 

Print