ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ 10 სტუდენტი გადაამზადა
FaceBook
"გახდი გიდი შენს ქალაქში" - გიდის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ამ სახელწოდების პროექტი ქუთაისში მიმდინარე წლის 13-28 აპრილს განხორციელდა.

პროექტი ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილების ინიციატივით დაიწყო და
მასში მონაწილეობა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ოცმა სტუდენტმა მიიღო.

გადამზადების კურსს მსოფლიო გიდების ასოციაციის მიერ კვალიფიცირებული ტრენერი, ლაშა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობდა.

ორი კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა, თემატიკის მიხედვით, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გაიარეს.

შეირჩა 10 სტუდენტი, რომლებმაც პროექტი წარმატებით დაასრულეს. მათ ქუთაისის მერიისგან შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
Print