ახალი ამბები
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში "ნავებს" "არგონავტებს" არქმევენ
FaceBook
ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში არსებული ატრაქციონის (ე.წ ნავების) რესტავრაცია იგეგმება, რომელსაც "არგონავტებს" დაარქმევენ.

პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ატრაქციონის განახლება-შეკეთება უკვე დაწყებულია და ორ თვეში დასრულდება.

"წელს ჩვენ ძველი ნავებს განვაახლებთ და კაპიტალურად შევაკეთებთ. უკვე დავიწყეთ რეაბილიტაცია და ორ თვეში იქნება ახალი ატრაქციონი ოთხი ნავით, რომელსაც "არგონავტები" ერქმევა," - ამბობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელი, გიზო თავაძე.

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 1956 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც წლების წინ პიონერთა პარკის სახელს ატარებდა. 


თეონა წითაძე
Print