ახალი ამბები
ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში ლეონ II და ბაგრატ III-ის ძეგლების დადგმას ითხოვს
FaceBook
ინიციატივა ომარ ნიშნიანიძემ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში ლეონ II და ბაგრატ III-ის ძეგლების დადგმას ითხოვს. ინიციატივა ომარ ნიშნიანიძემ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, ლეონ მეორე ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის, სინამდვილეში კი მას ბევრი კარგი საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ლეონ მეორემ პირველმა გამოაცხადა სატახტო ქალაქად ქუთაისი და ასევე, მისი სახელი უკავშირდება ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ცენტრად ქცევას.

ნიშნიანიძის თქმით, ლეონ მეორეს პიროვნება თანამედროვე აფხაზ ისტორიკოსთა ნაშრომებში დაკნინებულია, რაც უნდა გამოსწორდეს.

"ლეონ მეორეს საკითხის წინ წამოწევა მნიშვნელოვანი იქნება აფხაზეთთან შემორიგების კუთხით. სეპატარისტულ თანამედროვე ისტორიას იგი დამპყრობლად ჰყავს გამოყვანილი და მისი სახელობის ორდენებით "ბოევიკებს" აჯილდოვებს. ქუთაისიდან უნდა დაიწყოს ამ შეცდომის გამოსწორება ",-განაცხადა ომარ ნიშნაინიძემ.

ლეონ მეორესთან ერთად, ნიშნიანიძე მიჩნევს, რომ ქუთაისს, ასევე უნდა ჰქონდეს საქართველოს პირველი გამაერთიანებლის, ბაგრატ მესამის ძეგლიც.

პარლამენტის დეპუტატმა ამ ინიციატივის განხილვა ქუთაისის მერს შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქში ძეგლები მომავალ წელს გვირილობის დღესასწაულისთვის დაიდგმება.


ლეონ მეორე მე-8-ე, ბაგრატ მესამე კი მე-10 - მე-11-ე საუკუნეების მოღვაწეა.
Print