ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ცენტრი მერიის კანცელარიის ყოფილ ოთახში იფუნქციონირებს
FaceBook
ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი, ლუდის ბარ "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადასვლამდე,  მერიაში იმ ოთახში იქნება განთავსებული, სადაც ადრე კანცელარია ფუნქციონირებდა.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ტურისტული ცენტრი "მირზაანის" ყოფილ შენობაში მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გადავა.

ტურისტული ცენტრი 2012 წლიდან ქუთაისის მერიის ცენტრალურ შესასვლელში იყო განთავსებული.  ცენტრი კანცელარიის ყოფილ ოთახში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადავიდა. რაც შეეხება მოქალაქეთა მისაღებს, ის ფუნქციონირებას იმავე სართულზე, სხვა ოთახში აგრძელებს.

მერიის ცენტრალურ შესასვლელში, ტურისტული ცენტრის ადგილზე კი,  სამუშაოების დასრულების შემდეგ საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღების და არქივის განყოფილება მოეწყობა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება "მირზაანის" ყოფილი შენობის რეაბილიტაცია, სადაც ტურისტული ცენტრი საბოლოოდ უნდა განთავსდეს.

რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ცენტრის მოწყობითი სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხიდან (300 000 ლარი) დაფინანსდება.

Print