ახალი ამბები
ქუთაისელმა ქალმა ფეხბურთელებმა ეროვნული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
FaceBook
მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით 10-2 დასრულდა.

ქუთაისში საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივმა "მართვემ"  საფეხბურთო კლუბ "აჭარას" უმასპინძლა. 

შეხვედრის პირველი ტაიმი ქუთაისელთა გამარჯვებით 8-2 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს აჭარლებს.

ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" მომდევნო შეხვედრას სტუმრად "ჰერეთის" წინააღმდეგ მიმდინარე წლის 4 მაისს ჩაატარებს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს, 2 წრედ ჩატარდება და 28 ოქტომბერს დასრულდება.



რეზი ბურჯანაძე
Print