ახალი ამბები
სიკეთე სიცოცხლისთვის- საქველმოქმედო კონცერტი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო საღამო "სიკეთე სიცოცხლისთვის"გაიმართა.

საღამო მცირეწლოვანი ნიკოლოზის დასახმარებლად ჩატარდა.

"ნიკოლოზმა დაამარცხა სიმსივნე, თუმცა ახლა მას აქვს სქოლიოზი. სჭირდება ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა ჩაუტარდეს. დაუფინანსდა ოპერაცია, მაგრამ ვცდილობთ შევაგროვოთ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებისთვის საჭირო თანხა,"- განაცხადა პოეტმა, ნიკა კვესელავამ.

საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორების თქმით, მცირეწლოვანის დასახმარებლად მსგავსი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა.

"12 მაისს ვიწყებთ საქველმოქმედო საღამოების ჩატარებას ბათუმში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, რომ ოპერაციამდე შევძლოთ საჭირო თანხის შეგროვება,"-განაცხადა ნიკა კვესელავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა პაუნა რევიშვილმა, ბექა ფოცხვერიამ, გიორგი გულუამ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს.


Print