ახალი ამბები
ქუთაისში ერთი თვის წინ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
FaceBook
ქუთაისში, ერთი თვის წინ დაკარგულ 32 წლის მამაკაცს ეძებენ. დაკარგული ახალგაზრდის დედის განმარტებით, მისი შვილი სახლიდან 20 თებერვალს გაუჩინარდა და მისი კვალი ამავე დღეს, რიკოთის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგება.
"ჩემს შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა. მარტო არ ვტოვებდით, მაგრამ მაშინ ბაზარში ვიყავი წასული და ეს უბედურება დაგვატყდა. როგორც ამბობენ, რიკოთზე უნახავთ და უთქვამს, რომ თბილისში თუ ბაკურიანში მიდიოდა. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა", - აცხადებს დაკარგული დიტო დათუაძის დედა, მარინა გამყრელიძე. მისი თქმით, დიტო დათუაძე ადრეც იყო ერთი კვირით გაუჩინარებული. თუმცა, მაშინ სახლში თვითონვე დაბრუნდა. დათუაძეები დახმარებას სამართალდამცველებს სთხოვენ.
Print