ახალი ამბები
"მენატრები ჩემო ხულო" - კლიპის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მომღერალ ბაიარ შაჰინ-გუნდარიძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის ახალი კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. 

"ეს კლიპი ისტორიას მოგითხრობს. ეს არის  საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანის სიზმრები და რელობა. "მენატრები ჩემო ხულო "ისეთ კლიპია, რომელიც ადამიანის გულთან ახლოს მიდის. მიხარია, რომ ქუთაისში, ისტორიულ ქალაქში, ხალხს ვანახეთ ჩვენი კლიპი"- განაცხადა მომღერალმა ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ.

ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის კლიპის ჩვენება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

"საზღვართან ახლოს მცხოვრები, მაგრამ მაინც სამშობლოს მოშორებული ადამიანი არის ბაიარ შაჰინი, ძალიან სასიამოვნო არის რომ დღეს ასეთი ადამინი არის ჩვენი სტუმარი"- განაცხადა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობისსაჯრო  ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.

ბიბლიოთეკის კვირეული ქუთაისში 16 აპრილს გამოფენით "ლიტერატურა, რომელიც წლებს არ ითვლის" გაიხსნა.

ქართველ საზოგადოებას პირველად მიეცა შესაძლებლობა ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უცხოენოვანი უნიკალური გამოცემები ეხილა. წარმოდგენილი იყო ფრანგულ, სლავურ, იტალიურ, ლათინურ და სხვა ენეზე გამოცემული სახარებები, ასევე სხვა ტექსტები.

Print