ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა
FaceBook
ქუთაისის მერმა ესტონეთის ელჩი საქართველოში, ქალაქ ტარტუს მერი და ვიცე-მერები მიიღო.


შეხვედრას ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ესტონეთში.

ელექტრონულ სისტემა, სამედიცინო სფერო და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც მხარეებმა განიხლეს.

ქუთაისის მერის განმარტებით, ტარტუ ძალიან განვითარებული ქალაქია, რის გამოც ქუთაისმა შეიძლება მასთან ითანამშრომლოს.

"ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ესტოენთი არის ძალიან გავითარებული ქვეყანა. მათ ბოლო პერიოდში ბევრ წარმატებებს მიაღწიეს,  განსაკუთრებით საჯარო მმართველობაში, ელექტრონული მმართველობის დანერგვაში, სამედიცინო ბიზნესი არის ძალიან განვითარებული და ტარტუს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი უნივერსიტეტია ევროპაში", - განმარტა შოთა მურღულიამ.

მისი თქმით, უფრო კონკრეტული წინანდადებით და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ქუთაისის მერიის დელეგაციის წარმომადგენლები ესტონეთში ვიზიტით გაემგზავრებიან.

ტარტუს მერის განცხადებით, ის ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით იმყოფება, რათა სამომავლო ურთიერთობები გაღრმავდეს.  


Print