ახალი ამბები
უფასო სტაჟირება საზღვარგარეთ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
FaceBook

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის პროგრამა იწყება.


AIESEC-ის მოხალისეობრივი პროგრამით უნივერსიტეტის 3 სტუდენტი ექვსი კვირით საზღვარგარეთ გაემგზავრება. დაინტერესებული პირებისთვის სასწავლო დაწესებულება კონკურსს აცხადებს.

თითოეულ გამარჯვებულს სტუდენტური თვითმმართველობა 600 ლარის ოდენობის თანხით დააფინანსებს.

კონკურში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ განაცხადი მიმდინარე წლის 27 აპრილიდან-18 მაისის ჩათვლით.

მოხალისეების ძირითად საქმიანობას სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ჩართულობა, მულტიკულტურულ გუნდთან ერთად მუშაობა წარმოადგენს. ისინი ასევე, გაივლიან ტრენინგებს უნივერსიტეტებსა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ორაგნიზაცია AIESEC, რომელიც ინგლისური ენის მოხალისეების გაცვლით პროგრამას კურირებს, ქუთაისში 2012 წლიდან არსებობს.

ყოველწლიურად აღნიშნული გაცვლითი პროგრამით ქუთაისში 50 უცხოელი მოხალისე ჩამოდის.

 

 

Print