ახალი ამბები
არამდგრადად შეფასებული საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციის საკითხი შეჩერებულია
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციის საკითხი შეჩერებულია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა არადმდგარდია. ქალაქის მერიამ ექსპერტიზის დასკვნა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.

"ახლა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან ველოდებით პასუხს, რომ დაგვრთონ ნება ობიექტს გამაგრებითი სამუშაობი ჩავუტაროთ," - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ილია ჭავაჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო პროექტი 1 821 790 ლარის ღირებულებისაა.

თანხას, რომელიც შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება, ქუთაისის მერია მსოფლიო ბანკისგან სესხად მიიღებს.

Print