ახალი ამბები
ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რეზო ჭეიშვილის ხეივანი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მწერალ რეზო ჭეიშვილის ხეივანი გაიხსნა.
პარკში ასევე, მწერლის იუბილეთან დაკავშირებით, მისი ბიუსტიც განათავსეს.

რეზო ჭეიშვილის ბიუსტის გახსნის ინიციატორი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელი გახლდათ.

"ეს არის მომავალი თაობებისთვის, რომლებიც უნდა იცნობდნენ რეზოს და იცოდნენ, რომ ის არა მარტო ქუთაისის, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის მწერალი იყო, რომელმაც ჩვენს ქალაქში დაიწყო მოღვაწეობა და აქვე დაასრულა თავისი სიცოცხლე," - განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის დირექტორმა, გიზო თავაძემ.

მწერალ რეზო ჭეიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის ქუთაისის მერიამ 3 700 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.


თეონა წითაძე

Print