ახალი ამბები
"საქართველოს განვითარების ფონდი" დაინტერესებულ პირებს უცხო ენების შემსწავლელ კურსებს სთავაზობს
FaceBook
პროგრამა მოიცავს ინგლისურის, ფრანგულისა და იტალიური ენების შესწავლის ონლაინ კურსებს.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უცხო ენების შემსწავლელ ონლაინ კურსის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მხარდამჭერი "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" გახლავთ.

ონლაინ კურსსების შესახებ ინფორმაცია კომპანია Teach.ge-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს.

პროგრამა, რომელიც მოიცავს ინგლისურის, ფრანგულისა და იტალიური ენების შესწავლის ონლაინ კურსებს საპილოტეა და თავდაპირველად საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, დაინერგება.

"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სასწავლო პროგრამაში 600 პირი ჩაერთვება, რომელთა ასაკიც შეზღუდული არაა. ონლაი კურსებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობას მიმართონ.

"პროგრამა ითვალისწინებს ონლაინ სწავლების თანამედროვე ინოვაციურ მეთოდის დანერგვას, რომელიც გულისხმობს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ცოდნის მიღების საშუალებას," - აცხადებენ "საქართველოს განვითარების ფონდში".

Print