ახალი ამბები
ქალი მამაკაცზე ძლიერი და პრინციპულია - გენდერის მედიაცენტრის მორიგი შეხვედრა ქუთაისში
FaceBook

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელთან.

 


 

ქუთაისის "გენდერის მედიაცენტრი" აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათი შეხედულებების საზოგადოებისთვის გაცნობის ორგანიზებას.

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის და "ქალთა ორგანიზაციის" თავმჯდომარესთან, მაია ხელაძესთან გაიმართა.

"ქალი მამაკაცზე ძლიერი და პრინციპულია. ქალს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის", - ამბობს მაია ხელაძე.

"ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი" პროექტის ფარგლებში საზოგადოებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალ წარმომადგენელს გააცნობს.

ცენტრში შეხვედრები პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლიძესთან და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელთან, ნატო უგრეხელიძესთან გაიმართა.

პროექტს ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი, USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES -ის  მხარდაჭერით.

საქართველოს პარლამენტში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა.

Print