ახალი ამბები
რესურსეფექტურობა და სუფთა წარმოება საქართველოში - ტრენინგი ქუთაისში
FaceBook
პროექტი ქუთაისსა და კასპში უკვე ხორციელდება, სადაც კომპანიებს უკვე მიეცათ რეკომენდაციები პრობების მოგავრებისთვის.

ქუთაისში მოქმედ კომპანიებს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცის პროექტი "რესურსეფექტურობა და სუფთა წარმოება საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში" წარუდგინეს.

პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას ენერგოეფექტურობის, წყლის რესურსების დაზოგვის, ნარჩენების მართვისა და სხვა საკითხების შესახებ.

"პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია კომპანიებში საწარმოო პროცესის გაცნობა, რომ იდენტიფიცირებული იყოს ის ხარვეზები და სუსტი წერტილები, სადაც შეიძლება მიღწეული იქნას ენერგიის ან წყლის რესურსების ეფექტური დაზოგვა. პროექტის ბოლოს საწარმოებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამა, სადაც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა გაატარონ ენერგორესურსის დაზოგვისთვის. ასევე, რა სარგებელი შეიძლება ნახოს კომპანიამ ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ,"- განაცხადა "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების" კლუბების კოორდინატორმა, ნოკლოზ ჯავშანაშვილმა.

პროექტის შესახებ ტრენინგს დაესწრო ხორცპროდუქტების კომპანია"ონიმა"-ს წარმომადგენელი, მამუკა მებურიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მათ უკვე მიიღეს.

"ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. როგორ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და რა იქნება შედეგი, მოგვიანებით გავიგებთ," -  განაცხადა მამუკა მებურიშვილმა.

პროექტი ქუთაისსა და კასპში უკვე ხორციელდება, სადაც კომპანიებს უკვე მიეცათ რეკომენდაციები პირობების მოგავრებისთვის.

პროექტს "რესურსეფექტურობა და სუფთა წარმოება" გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია ახორციელებს და ის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 

Print