ახალი ამბები
II ქვეითი ბრიგადის სამხედროები ავღანეთიდან ბრუნდებიან
FaceBook
თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

სამხედროებს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდნენ.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

II ქვეითი ბრიგადა 1992 წელს, როგორც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა შეიქმნა და 2004 წელს გარდაიქმნა II ქვეით ბრიგადად.

ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში, ერაყსა და ავღანეთში.

ბრიგადა განლაგებულია სენაკში.
Print