ახალი ამბები
ქუთაისის მერია პლანშეტების შესაძენად ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია 8 140 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის შეძენას გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ  გამარტივებული ელექტრონული ტენდრი მიმდინარე წლის 22 აპრილს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 28 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.

3 ერთეული პლანშეტი, 20 ცალი პორტაბელური კომპიუტერის ჩანთა და ორი ცალი გარე ვინჩესტერი - ამ ტექნიკის შეძენა უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.
Print