ახალი ამბები
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულისთვის ემზადებიან
FaceBook

წელს,  პირველად,  გვირილობის  დღესასწაულს კვირეული  მიეძღვნება.


გვირილობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრალურ უბნებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის  ადმინისტრაციული შენობისა და ქუთაისის ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზებრა გადასასვლელები უკვე მოხატეს გვირილებითა და როიალის კლავიშებით.

სხვადასხვა ჯიშის ყვავილების დარგვა ქალაქის ცენტრალურ ბაღშიც დაიწყო.

ქუთაისი გვირილობის დღესასწაულს 3 მაისს აღნიშნავს. წელს, პირველად, დღესასწაულს კვირეული მიეძღვნება.

ქუთაისის მერია ათობით ღონისძიებას 5 დღის განმავლობაში გამართავს.

Print