ახალი ამბები
ქუთაისის მერია ამორტიზებული შენობის შესაფუთად ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში მდებარე ამორტიზებული შენობის ფადასზე სარეკლამო ბანერის დასამზადებლად ტენდერს აცხადებს. საუბარია, ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი მუზეუმის შენობის ფასადზე, რომელსაც ადგილობრივი თვითთმართველობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების გამოსაფენად იყენებს.

12 429 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინანადადების მიღება კი 25 აპრილს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

"დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებული ყოფილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადზე სარეკლამო ბანერის დამზადება და მონტაჟი განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. ასევე, "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს დასაბეჭდი ვერსიის დამუშავება "შემსყიდველი"-ს მიერ მიწოდებული ელექტრონული ვერსიის შესაბამისად "შემსყიდველთან" შეთანხმებით", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამ დროისთვის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადზე განთავსებულ ბანერზე ქუთაისის მერიის მიერ 2014-2015 წლებში შესრულებული პროექტები არის გამოსახული.

Print