ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითთა გადასასვლელი გვირილის გარდა კლავიშებითაც მოხატეს
FaceBook
ქუთაისში როიალის კლავიშების ფორმით მოხატული ქვეითთა ახალი გადასასვლელი გაჩნდა.

კლავიშებით გადასასვლელი ოპერის თეატრის წინ მოხატეს.

სამუშაოებს ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

სამსახურის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრალურ უბანში ქვეითთა გადასასვლელი გვირილებით მოხატეს.
Print