შენი ხმა, სხვისი პოპულარობა - ეს ბექ-ვოკალისტების
შემოქმედებითი ცხოვრების გზაა.
უნიკალური ხმა, იშვიათი ნიჭი და თითქმის ვარსკვლავი - ასეთები არიან
ბექ-ვოკალისტები. სრულყოფილი მომღერლები, არასრულყოფილი კარიერით.
შენი ხმა, სხვისი პოპულარობა -ეს ბექ ვოკალისტების შემოქმედებითი
ცხოვრების გზაა.
ეს გზა გაიარეს ცნობილმა ბექ-ვოკალისტებმა და თავიანთი ტალანტით
მეგავარსკვლავები გახადეს სტივ ვანდერი, ჯო კოკერი, ლედ ზეპელინი,
ჯეიმს ბრაუნი, როლინგ სტოუნსი, მაიკლ ჯექსონი და სხვა უამრავი
მუსიკოსი.
მილიონობით ადამიანმა იცის მათი ხმა და არავინ მათი სახელები. ხმა,
რომელიც მილონიანი ტირაჟით იყიდება, სცენის ცენტრიდან მუდამ ერთი
ნაბიჯით უკან მდგარ "თითქმის ცნობილ" ვარსკვლავებს -ბექ- ვოკლისტებს
ეკუთვნით და არა ნამდვილებს, მე-20-ე საუკუნის მუსიკის ლეგენდებს.
"უყურებდი მას და გიკვირდა, რატომ არ იდგა სცენაზე. იგი ნამდვილი
ვარსკვლავია", -ამბობს სტინგი ლიზა ფიშერზე.
დარლინ ლავი, მერი კლეიტონი, ჯუდიტ ჰილი, ტატა ვეგა, ლიზა ფიშერი -
70-იანი წლების ყველაზე ცნობილი ვოკალისტები არიან, თუმცა, მათი
აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გასცდა დამხმარე მუსიკოსის პოპულარობას და
ვერ იქცა ნამდვილ ვარსკვლავად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაფრით
ჩამოუვარდებოდნენ მუსიკის ლეგენდებს და ზოგ შემთხვევაში, აჭარბებდნენ
კიდეც თავიანთი შესაძლებლობებით.
"ეს არის ცხოვრება სხვისი ჩრდილის ქვეშ. ეს არის სხვისი პოპულარობის
ანარეკლი. ეს არის მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ სხვას შეუწყო ხმა და
უარი თქვა საკუთარ ინდივიდუალიზმზე"-, მიიჩნევს ლიზა ფიშერი. ალბათ
ამიტომაც აირჩია მან სოლო კარიერა და უარი თქვა სხვისთვის ხმის
შეწყობაზე.
ლიზა ფიშერის მსგავსად, ნამდვილი პოპულარობა მოუნდა თითქმის ყველა
ბექ-ვოკალისტს და ისევე, როგორც ლიზა ფიშერმა, მათაც მარცხი განიცადეს
ამ არჩევანში, რადგან ისინი ირჩევდნენ სოლო კარიერას სხვის ზურგს უკან
დგომით მიღებული პოპულარობით.
მათ ვერ შეძლეს დაეჩრდილათ ისინი, ვისთვისაც მღეროდნენ. ვერ შეძლეს,
მათი უნიკალური შესაძლებლობების მიუხედავად, რადგან ისინი არ არიან
დაბადებული ვარსკვლავობისთვის.
"ზოგი მზადაა ყველაფერი გააკეთოს პოპულარობისთვის, ზოგს კი უბრალოდ
მუსიკა უყვარს", - ამბობენ "თითქმის ცნობილები".
მორგან ნევილის მიერ 2013 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის
"თითქმის ცნობილების" ჩვენება, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში გაიმართა.
"საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის" ფარგლებში,
დოკუმენტური ფილმების ჩვენება მთელი საქართველოს მასშტაბით
ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები