ახალი ამბები
საჯარო სკოლის მოსწავლეები 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ
FaceBook
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 4 მაისს განახლდება.

საქართველოს საჯარო სკოლები მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, სკოლებში ექვსდღიანი დასვენება მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეები ხუთშაბათს, 28 აპრილს სკოლაში აღარ გამოცხადდებიან. ისინი სასწავლო პროცესს ოთხშაბათს, 4 მაისს დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება ქუთაისში მოქმედ საბვშვო ბაღებს, როგორც მერიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ქალაქის სკოლამდელ დაწესებულებებში დასვენების დღეების გამოცხადების საკითხი ორშაბათს, 25 აპრილს გადაწყდება.


Print