ახალი ამბები
ქუთაისში ტექსტილის ორი ფაბრიკა გაიხსნება
FaceBook
ფაბრიკაში დამზადებული ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა.



ქუთაისში წლის ბოლომდე ორი ტექსტილის ფაბრიკა გაიხსნებ, სადაც დამზადებული ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა.

ამ ინფორმაციას "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია" სააგენტო "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში ერთ-ერთი კომპანია გასულ კვირას დაფუძნდა და დაახლოებით, 2 თვეში ამუშავდება. მეორე კომპანია კი ჯერჯერობით ფართისთვის ადგილს არჩევს.

ქალაქის მერიის პრეს-სამსახურში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობდა.

"თუმცა, ახლა რა ეტაპზეა, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ,"- განაცხადეს ქუთაისის მერიაში. 

"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ინფორმაციით, ტექსტილის ორ ფაბრიკაში, რომელიც ქუთაისში წლის ბოლომდე გაისხნება, 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

ანალოგიური ფაბრიკის გახსნას ორგანიზაცია ქალაქ ფოთშიც აანონსებს.
Print