ახალი ამბები
კურორტ საწირეში სალაშქრო სეზონის ფესტივალი დაიწყო
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურორტ საწირეში სალაშქრო სეზონი გაიხსნა.

მოლაშქრეები კურორტის მიმდებარედ, ახალსოფლის წყალსაცავის ნაპირას დაბანაკდნენ. სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი საწირეში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ფესტივლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომელშიც მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, მოყვარული მოლაშქრეები, ჯომარდობის ფედერაციისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოეწყობა თემატური ბანაკები მსურველთათვის.

ფესტივალის ორგანიზატორია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი გარემოს დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ორგანიზატორს დახმარება გაუწია „საწირის განვითარების ფონდ“ მა და მათი ინიციატივით იმართება ფესტივალი საწირეში.

ფესტივალის ფაგრლებში ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებლ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები. ჯომარდობის ფედერაცია მსურველებს მისცემს საშუალებას გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები სპორტის ამ სახეობაში.

სპეციალურად ფესტივალში მონაწილე პირებისათვის გაიმართება კონცერტი, სადაც დაუკრავენ ქართული ბენდები JETBIRD, ASEA SOOL და MELOW YELOW.

Print