ახალი ამბები
სახელმწიფო ქონება კერძო საკუთრებაში და უფასო პრივატიზაცია
FaceBook
ქონების 70%-ს კვლავ სახელმწიფო ფლობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლებმა", ორდღიან ტრენინგზე საკუთრების ფორმების ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მათი აზრით, სახელმწიფომ ქონება კერძო საკუთრებაში უნდა გადასცეს მოსახლეობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.

"ყველა წამყვან ევროპულ სახელმწიფოში საკუთრების ფორმა არის კერძო და ეს არის სწორედ ეკონომიკური წარმატების გარანტი. იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობას არ აქვს საშუალება თავად შეიძინოს ქონება, ეს უნდა მოხდეს უფასო პრივატიზაციის გზით",-ამბობს "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო ჯერ კიდევ ფლობს ქონების 70%-ს , რაც მას მომგებიან პოზიციაში ამყოფებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ორდღიანი ტრენინგი "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის გამართეს.

"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი" პროგრამის გაცნობას  ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს.

Print