ახალი ამბები
ღია მმართველობის პარტნიორობა - პრინციპები და გამოწვევები
FaceBook
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო მესამე, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

ამ საკითხებზე დღეს ღია მმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთან იმსჯელეს. შეხვედრას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობიდან მხოლოდ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

ამჟამად, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო მესამე, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტულია საჯარო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"სამოქემდო გეგმა მუშავდება ადგილობრივი ორგანიზაციების და საზოგადოების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია მოქალაქეებისგან წამოვიდეს იდეა რა სურთ მათ, რა აწუხებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გათავალისწინებული უნდა იქნეს სამოქმედო გეგმაში. თუმცა, მოსახლეობის პრობლემა ყველა რეგიონში ერთნაირია, ესაა მათი ჩართულობა საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ინფორმაციის დროულად და ეფექტურად მიღება," - ღია მმართველობა საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა, გვანცა მეუნარგიამ. მან, ასევე შეხვედრაზე მოქალაქეთა არყოფნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ჩართულობაზე ისაუბრა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა. ზვიად ჯავახიამ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა ამ კუთხით დადებითად შეაფასა.

"ქუთაისის მერია არის ღიაა მოქალაქეების მიმართ, ჩართულობა არის მაქსიმალური," - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ღია მმართველობის პარტნიორობას, რომელსაც ამ დროისთვის 69 ქვეყანა ჰყავს, საქართველო 2011 წელს შეუერთდა.

ღია მმართველობის პარტნიორობას მხარს უჭერს USAID-ის პროექტი "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში".

Print