ახალი ამბები
კახა კალაძემ წყალტუბოში "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა
FaceBook
საქართველოს 4 ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 22 მაისს ჩატარდება

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მურად ზაქარიაძე ერთ-ერთი იქნება, ვინც 22 მაისის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"გამოკითხვებით ჩვენს კანდიდატს დიდი მხარდაჭერა აქვს და მე დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ წყალტუბოში, არამედ ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ",-განაცხადა კალაძემ.

სოფელ წყალტუბოში შუალედური არჩევნების ჩატარება,  წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ილია აფხაძის გარდაცვალების გამო გახდა საჭირო.

წყალტუბოს შემდეგ, კალაძე პარტიის  კანდიდატებს კასპში, შემდეგ კი  ზუგდიდსა და ოზურგეთში  წარადგენს.


მიმდინარე წლის 22 მაისს შუალედური არჩევნები 4 ოლქში  ჩატარდება.
Print