ახალი ამბები
ქუთაისში ქართული სიმღერის ფესტივალი „იმერეთის ხმა“ გაიხსნა
FaceBook
კონკურსის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.

ქუთაისის ოპერის თეატრში ქართული სიმღერის ფესტივალი "იმერეთის ხმა" გაიხსნა, სადაც იმერეთის ათი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კონკურსი იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით და გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის უშუალო პატრონაჟით იმართება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონკურსის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.

"ქართულ სიმღერას, თითქოს არ ჭირდება პოპულარიზაცია, მაგრამ ამ ეტაპზე, იგი მაინც მდგმურის როლშია. ჩვენ გვინდა გავუღვივოთ ახალგაზრდებს ქართული სიმღერისადმი ინტერესი", - აღნიშნა ფესტივალის პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, ნანა იამანიძემ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში კინომუსიკა გაჟღერდება, რომელსაც 10-დან 23 წლამდე კონკურსანტები შეასრულებენ.

დაწესებულია ათი ნომინაცია, რომელთაც ხუთკაციანი ჟიური გაანაწილებს.

ფესტივალი "იმერეთის ხმა" მეორე წელია იმართება.

წლევანდელი კონკურსი 25 აპრილს დაიხურება. დახურვის ცერემონიალი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

Print