ახალი ამბები
"აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებს სახელმწიფო ხელს არ უწყობს"
FaceBook
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ბაღის პედაგოგებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.


ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე შესაბამისი გარემო არ არის შექმნილი.

"სახელმწიფო არ უწყობს ხელს ასაჭიროების მქონე ბავშვებს მიიღონ ადექვატური სერვისები და ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში. თუმცა, წინა წლებთან შედარებით წინსვლა ასე თუ ისე მაინც შეიმჩნევა," -  ამბობს "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" წარმომადგენელი, მარიამ ჯავახაძე.

რაც შეეხება აუტიზმის ძირითად მახასიათებლებს, ის განეკუთვნება ნეირობიოლოგიურ დარღვევას, რომლის დროსაც გვხვდება 3 ძირითადი პრობლემა ბავშვის განვითარებაში: ორმხრივი სოციალური კომუნიკაცია, ვერბალური თუ არავერბარული კომინიკაცია და ქცევა. ასეთ დროს ბავშვებს ახასიათებთ შეზღუდული ინტერესები ან განმეორებითი სტერეოტიპული მოძრაობები. შესაძლებელია ბავშვი არაფუნქციურად იყენებდეს სათამაშოებს და განიცდიდეს სტრესს, შფოთვას ცვლილებებისადმი.

ორგანიზაცია  "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" საჭიროების მქონე პირებს და ბავშვებს ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტისა და ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაციებს სთავაზობს. ასევე, ახორციელებს ინდივიდუალურ მუშაობას სხვადასხვა პრობლემებზე, როგორიცაა: ენაბორძიკობა, სკოლისთვის მზაობის დადგენა და პროგრამის შემუშავება, შიშები, სენსორული გადამუშავების დარღვევა, დეპრესია და სხვა. 

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აპრილში აღინიშნება.
Print