ახალი ამბები
შოთა მურღულია - ერთი დამრჩენია მხოლოდ მოსასყიდი
FaceBook
"თურმე, იმხელა პოლიტიკური გავლენა მქონია, მთელი უმრავლესობა მომისყიდია, ის ერთი დამრჩენია მხოლოდ  მოსასყიდი".

ეს განცხადება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

ქალაქის მერი დღევანდელ სხდომაზე კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა.

თუმცა, მურღულიას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იგულისხმა "ერთ"-ში.

კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ  "ფულით ყველაფრის შეძენაში" დაადანაშაულა.

"სწორედ ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც პრივილეგიით და ფულით ყველაფრის შეძენა შეიძლება", - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.




Print