ახალი ამბები
საკრებულოს წევრები "რესპუბლიკელი" დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ
FaceBook
ნატო ქათამაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები "რესპუბლიკელი" დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

დეპუტატები ნატო ქათამაძის მიერ, "არგოს" მშენებლობის ლობირებაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას დადანაშაულებას არ ეთანხმებიან. საკრებულოს წევრების განცხადებით, ქათამაძემ ბოდიში საჯაროდ უნდა მოიხადოს, რომელიც ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

მისი თქმით, იგი ახლაც დარწუნებულია, რომ ნიკა ლატარიას კაფე-ბარის მშენებლობაში საკუთარი ინტერესი აქვს.

"თუ ისინი ჩემგან ბოდიშს ელიან, დიდხანს მოუწევთ ლოდინი. რაც ურო მეტად გამოდის წყობიდან ნიკა ლატარია, უფრო ვრწმუნდები, რომ მას აქვს ინტერესი ამ მშენებლობაში. არა პირდაპირი, მაგრამ ირიბი", - ამბობს ნატო ქათამაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა ლატარიამ დღეს ნატო ქათამაძის ბრალდებები გააპროტესტა და განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წესებით თამაშობს.

Print