ახალი ამბები
3 კაციანი აქცია ქუთაისში - ოპერის თეატრის დირექტორად ხატია ვედმედევას დაბრუნებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის 3 თანამშრომელი  სამხატვრო ხელმძღვანელად ლაშა ნიქაბაძის დანიშვნას, ხოლო თეატრის დირექტორის პოსტზე ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია ვედმედევას დაბრუნებას ითხოვს. აღნიშნულის მოთხოვნით, ოპერის თეატრის სამმა თანამშრომელმა მერიის შენობის წინ აქცია გამართა. "ჩვენი მოთხოვნა არის ნიქაბაძე დანიშნონ სამხატვრო ხელმძღვანელად. სამინისტრო თავისი ნებით ნიშნავს უფროსებს, რომლებიც მერე გამოუსადეგარია. ასეთი იყო ჭიჭინაძე, რომელმაც თეატრი დააქცია, ახლა კი სურთ ირინა ლომინაძის დანიშვნა", - განაცხადა ოპერის თეატრის ორკესტრის მსახიობმა, კობა ლილუაშვილმა. გარდა ამისა, ისინი თეატრის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი დირექტორის, ხატია ვედმედევას დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ოპერაში არსებულ განუკითხაობაზეც საუბრობენ. აქციის  მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს შორის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას დედაც იყო.
თეკლე მორგოშია
Print