ახალი ამბები
პოეზიის საღამო ქუთაისში - თეა თოფურია, ნინო თარხნიშვილი, ეკა ქევანიშვილი
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე წლის 23 აპრილს პოეზიის საღამო გაიმართება.

საკუთარ ლექსებს პოეტები თეა თოფურია, ნინო თარხნიშვილი და ეკა ქევანიშვილი წაიკითხავენ.

პოეზიის საღამო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება. ამავე დღეს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ასევე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა "წიგნის ბუდე".

პოეტების თეა თოფურიას, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის პოეზიის საღამო ახალგაზრდულ ცენტრში 13 საათზე დაიწყება.

Print