ახალი ამბები
ქუთაისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
FaceBook
23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

აქცია "წიგნის მცველი", რომელიც 12 საათზე დაიწყება, ახალგაზრდული ცენტრის წინ გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს სოციალური ქსელის ყველა " მცველი". ასევე, გამოიფინება წიგნები და რჩეული წიგნებიდან მოხდება ფრაზების კითხვა. აქციას შეუერთდება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე. საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ პოეტები თეა თოფურია, ნინო თარხნიშვილი და ეკა ქევანიშვილი.

13 საათზე ახალგაზრდული ცენტრის კინოდარბაზში ახალი წიგნების პრეზენტაცია მოეწყობა. მსურველებს პოეტებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წიგნის შეძენაც.

14 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა "წიგნის ბუდე".

Print