ახალი ამბები
ქუთაისელი სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო "სტუდენტური დღეები" იწყება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის "სტუდენტური დღეები" იწყება.

საუნივერსიტეტო "სტუდენტურ დღეები" 5 მაისიდან დაიწყება და მასში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ხვალ, 21 აპრილს, 18 საათზე იწურება. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია წერეთლის სტუდენტური თვითმმართველობის # 1130 აუდიტორიაში.

"სტუდენტურ დღეებში" მონაწილეობის საშუალება სტუდენტებს განცხადების საფუძველზე აქვთ და თუ იქნება დიდი კონკურენცია, ამას დასჭირდება შესაბამისი შერჩევა, რომელსაც ჩვენ უზრუნველვეყოფთ. მთავარია ეს ყველაფერი მოესწროს 21 აპრილის საღამოს 6 საათამდე,"- ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

სტუდენტური დღეები, რომლის ძირითადი აქტივობები თბილისში ჩატარდება, სამ ნაწილადაა დაყოფილი: კულტურულ-შემოქმედებითი, ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებები.

კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში შედის გახსნის ცერემონია, იუმორისტული ნომერი, ხალხური და თანამედროვე სიმღერა, თეატრალური და ორიგინალური დადგმები, თანამედროვე და ხალხური ცეკვა და მუსიკალური ბენდი.

ინტელექტუალური ნაწილი მოიცავს შემდეგ 3 ღონისძიებას:  City game-ს, რა? სად? როდის-ს? და დებატებს.

სპორტული ღონისძიებებიდან კი სტუდენტებს შეუძლიათ მათთვის სასურველი თამაშებიდან შემდეგი 10 აირჩიონ: ბოულინგი, ჭადრაკი, ქუჩის და ქვიშის ფეხბურთი, გრეხეთბოლი, კარტინგი, ქუჩის კალათბურთი, პეინტბოლი, ამერიკული ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.

წერეთლის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები" სეზონურად, წელიწადში ორჯერ ტარდება. შემოდგომაზე შიდასაუნივერსიტეტო და გაზაფხულზე - საუნივერსიტეტო.

საუნივერსიტეტო "სტუდენტური დღეებში" ჩართულნი არიან უნივერსიტეტები მთელი საქართველოს მასშტაბით და მისი ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.

ხოლო შიდასაუნივერსიტეტო "სტუდენტურ დღეები" უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.


Print