ახალი ამბები
ქუთაისის განვითარების სტრატეგიული გეგმა წერეთლის უნივერსიტეტში განიხილეს
FaceBook
ქუთაისის სტრატეგიული განვითარების საშუალოვადიანი გგემის სამუშაო ვერსია  განიხილეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნუვერსიტეტში.

სტუდენტებსა და პროფესორ -მასწავლებლებს, ქალაქის უახლოესი 5 წლის მთავარი პრიორიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გააცნეს.

"ამ გეგმის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, პროცესი არ წარმართულიყო ჩაკეტლ სივრცეში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს სცდნოდა ამის შესახებ",- ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე.

"ჩვენი უნივერსიტეტი თავიდანვე ჩართული იყო  პროცესში. დღეს კი ჩვენმა ახალგაზრდებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოისმინეს ამ უმნიშვნელოვანესი გეგმის მთავარი მიმართულებები",- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

ქუთაისის საშუალოვადიანი განვითარების გეგმაში 7 ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი.

გეგმის მიხედვით, უახლოეს წლებში ქუთაისი უნდა გახდეს საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული, ინდუსტრიული, ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ცენტრი.

ქალაქის განვითარების გგემა 2020 წლამდეა გათვლილი.

Print