ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში ეთნო-ჯაზ ჯგუფ "ირიაოს" კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ეთნო-ჯაზ ჯგუფ "ირიაოს" კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე დღეს 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ეთნო-ჯაზ ჯგუფი "ირიაო" ჯაზის და ქართული ეთნო მუსიკის შემსრულებელია. ჯგუფის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია, რომელმაც პირველად გააერთიანა ეს ორი მუსიკალური ჟანრი.

"ირაო" 2013 წელს დაარსდა და მალევე პოპულარული გახდა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ნუგზარ ქავთარაძე- ქართული ხალხური საკრავები; ლევან აბშილავა - დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია; შალვა ღელეყვა - ბასი; გიორგი აბაშიძე- ვოკალი; მიხეილ ჯავახიშვილი - ვოკალი; ბიძინა მურღულია - ვოკალი.

კონცერტი ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება.



Print