ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტის" სტატია კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტატია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" მიერ გამოცხადებული კონკრსის გამარჯვებული გახდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკურსი თემაზე "მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში" მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა.

კონკურსს წინ უძღვოდა ტრენინგი, რომლის თემები გახლდათ: ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება, ფუნქციები,  მოქალაქეთა ჩართულობის როლი და მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრენინგი და შემდგომში გამოცხადებული კონკურსი პროექტის "იმერი - იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივას" ფარგლებში ჩატარდა.

კონკურში მხოლოდ ერთი საპრიზო ადგილი იყო დაწესებული.  ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის თეკლე მორგოშიას სტატია "ქუთაისის ბიუჯეტის შინმოვლის პროგრამა და ბენეფიციარები ინფორმაციულ ვაკუუმში".

გამარჯვებულს საჩუქრად "ნიკონის"  ფოტოაპარატი გადაეცემა.

Print