ახალი ამბები
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში ბიბლიოთეკა აშენდება
FaceBook
მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სამედიცინო კორპუსთან, ბიბლიოთეკა აშენდება. შენობის პროექტი უკვე არსებობს.

ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, უნივერსიტეტის ეზოში ბიბლიოთეკის მოწყობას 2, 5 მილიონი ლარი დასჭირდება.

აქედან, თანხის ნაწილს 400 000 ლარს ადგილობრივი თვითმმართველობა გაიღებს, 700 000 ლარს თავად უნივერსიტეტი დახარჯავს, დანარჩენ თანხას კი განათლების სამინისტრო გამოყოფს.

ბიბლიოთეკაში მოეწყობა წიგნთსაცავი. ასევე დაგეგმილია ლიტერატურული კაფის გახსნა.

ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება.

Print